Ge/ Az
10-11 ოქტომბერს ზუგდიდი კერძო კოლეჯების კოლეგიალური განვითარებისა და გამოცდილების გაზიარების სივრცედ იქცა.
10–11 ოქტომბერს საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის ორგანიზებით მე-2 კოლეგიალური ვიზიტი გაიმართა თემაზე „ადამიანური რესურსების მართვა და განვითარება“, რომლის მასპინძლებიც იყვნენ საზოგადოებრივი კოლეჯი „ზუგდიდის აკადემია“ და კოლეჯი „ცხუმ-ეგრისი“.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო მთელი ქვეყნის მასშტაბით 18 კოლეჯის 50-მდე წარმომადგენელმა.
სესიების განმავლობაში განხილული იყო ორგანიზაციული სტრუქტურის მართვა, პერსონალის განვითარების პოლიტიკა და პროფესიული ზრდის თანამედროვე მიდგომები.
კოლეჯებმა წარმოადგინეს წარმატებული პრაქტიკები — სტაჟირების გამოყენება პერსონალის შერჩევისთვის, პროფესიული კვალიფიკაციების აღიარება კოლეჯში დასაქმების მიზნებისათვის, შიდა დაწინაურების მექანიზმები და პერსონალის შეფასების სისტემები.
ღონისძიების ფარგლებში შემუშავდა ღირებული რეკომენდაციები ასოციაციის წევრი კოლეჯებისათვის, ასევე დაიგეგმა ინსტიტუციური მდგრადობის უზრუნველყოფის ღონისძიებები.
დისკუსიებმა ნათლად აჩვენა, რომ კერძო კოლეჯები მნიშვნელოვნად განვითარდნენ და დღეს უკვე დადებით შედეგებს აჩვენებენ როგორც მმართველობის, ისე ზოგადად, ხარისხის განვითარების მიმართულებით.
ასოციაციის კოლეგიალური ფორმატი კი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ თანამშრომლობა და გამოცდილების გაზიარება არის პროფესიული განათლების სისტემის განვითარების მთავარი საფუძველი.
მადლობას ვუხდით ყველა მონაწილე კოლეჯს, მასპინძლებსა და ასოციაციის გუნდის წევრებს ამ ნაყოფიერი ღონისძიებისთვის!
10–11 oktyabr tarixlərində Zuqdidi özəl kolleclərin kollegial inkişafı və təcrübə mübadiləsi məkanına çevrildi.
Gürcüstan Özəl Kollecləri Assosiasiyasının təşkilatçılığı ilə “İnsan resurslarının idarə edilməsi və inkişafı” mövzusunda keçirilən 2-ci kollegial səfər “Zuqdidi Akademiyası” İctimai Kolleci və “Tsxum-Eqrisi” Kollecinin ev sahibliyi ilə baş tutdu.
Tədbirdə ölkə üzrə 18 kollecdən 50-yə yaxın nümayəndə iştirak edib.
Sessiyalarda təşkilati strukturun idarə edilməsi, kadrların inkişaf siyasəti və peşəkar yüksəlişə müasir yanaşmalar müzakirə olunub.
Kolleclər uğurlu təcrübələrini təqdim ediblər — kadr seçimi, kolleclərdə işə qəbul məqsədləri üçün peşə ixtisaslarının tanınması, daxili yüksəliş mexanizmləri və kadrların qiymətləndirilməsi sistemlərinin tətbiqi sahəsində.
Assosiasiyaya üzv kolleclər üçün dəyərli tövsiyələr hazırlanıb və institusional dayanıqlığın təmin edilməsi məqsədilə tədbirlər nəzərdə tutulub.
Müzakirələr açıq şəkildə göstərdi ki, özəl kolleclər xeyli inkişaf edib və bu gün həm idarəçilik, həm də ümumilikdə keyfiyyət baxımından müsbət nəticələr nümayiş etdirirlər.
Assosiasiyanın kollegial formatı bir daha təsdiqləyir ki, əməkdaşlıq və təcrübə mübadiləsi peşə təhsili sisteminin inkişafı üçün əsas zəmin yaradır.
Bu səmərəli tədbirə görə bütün iştirakçı kolleclərə, ev sahiblərinə və Assosiasiya komandasının üzvlərinə təşəkkür edirik!