+995 555 93 33 73 collejimsc@gmail.com

დღეს განსაკუთრებული დღეა - როგორც ჩვენი სტუდენტებისთვის, ასევე მთელი კოლეჯისთვის.

27-ოქტომბერს-2025 Admin

Ge/Az

დღეს განსაკუთრებული დღეა - როგორც ჩვენი სტუდენტებისთვის, ასევე მთელი კოლეჯისთვის.

პროფესიული პროგრამის აღმზრდელი კურსდამთავრებულები უკვე მზად არიან, ბავშვებს შესთავაზონ სიყვარულით, ცოდნითა და პროფესიონალიზმით აღსავსე განათლება და მზრუნველობა.

გვეამაყება ჩვენი თითოეული სტუდენტი, რომელმაც თავდადებით, შრომით და სიყვარულით გაიარა ეს საინტერესო გზა.

თქვენ არა მხოლოდ ცოდნა და უნარები შეიძინეთ, არამედ მზად ხართ, გახდეთ ბავშვების პირველი გზამკვლევები განათლების ნელ-ნელა წახალისების პროცესში.

აღმზრდელის პროფესია განსაკუთრებული პასუხისმგებლობაა - თქვენს ხელში ბავშვთა მომავალია, ყოველდღიურად აყალიბებთ მათ პიროვნებას, ხელს უწყობთ ზნეობრივ ზრდას და ქმნით საფუძველს მთელი ცხოვრების სწავლისთვის.

განსაკუთრებული მადლობა გვინდა გადავუხადოთ თქვენს მასწავლებლებს, რომლებმაც სიყვარულით და პროფესიონალიზმით გაგიზიარეს თავიანთი ცოდნა და გამოცდილება.

ასევე, მადლობას ვუხდით სტუდენტების ოჯახებს მხარდაჭერისთვის.

ძვირფასო კურსდამთავრებულებო, წინ შესანიშნავი და მნიშვნელოვანი გზა გელით.

იყავით თავდაჯერებულები, ხელმძღვანელობდეთ სიყვარულით და ნუ დაივიწყებთ - თქვენ ხართ ის, ვინც ბავშვების გულში პირველ კვალს ტოვებს.

გისურვებთ წარმატებებს, სიხარულს პროფესიულ საქმიანობაში და უამრავ ბედნიერ წუთს!

Bu gün xüsusi gündür — həm tələbələrimiz, həm də bütün kollecin həyatı üçün.

Peşəkar proqramın məzunları artıq hazırdırlar ki, uşaqlara sevgi, bilik və peşəkarlıqla dolu təhsil və qayğı təqdim etsinlər.

Hər bir tələbəmizlə qürur duyuruq; onlar bu maraqlı yolu fədakarlıq, zəhmət və sevgi ilə keçdilər. Siz təkcə bilik və bacarıqlar əldə etmədiniz, həm də uşaqların təhsilə tədricən maraq göstərməsi prosesində onların ilk bələdçiləri olmağa hazırsınız.

Tərbiyəçi peşəsi xüsusi bir məsuliyyətdir — uşaqların gələcəyi sizin əlinizdədir; siz hər gün onların şəxsiyyətini formalaşdırır, mənəvi inkişafına kömək edir və ömürboyu öyrənmənin əsasını yaradırsınız.

Xüsusi təşəkkürümüzü müəllimlərinizə bildirmək istəyirik; onlar sizə sevgilə və peşəkarlıqla öz bilik və təcrübələrini paylaşdılar. Eyni zamanda, tələbələrin ailələrinə də dəstəyə görə minnətdarlığımızı ifadə edirik.

Əziz məzunlar, qarşınızda möhtəşəm və mühüm bir yol uzanır. Özünüzə inanın, sevgi ilə rəhbərlik edin və unutmayın — siz uşaqların qəlbində ilk iz buraxanlarsınız.

Sizə peşə fəaliyyətinizdə uğurlar, sevinc və saysız-hesabsız xoşbəxt anlar arzulayırıq!