Ge/Az
საგანმანათლებლო თანამშრომლობის ახალი ფურცელი — კოლეჯი არსი მარნეულის საზოგადოებრივი კოლეჯში!
განათლების ხარისხის გაუმჯობესება და პროფესიული გამოცდილების გაზიარება — სწორედ ამ საერთო მიზნებმა გააერთიანა კოლეჯი არსი და მარნეულის საზოგადოებრივი კოლეჯი. კოლეჯი არსის დირექციის წარმომადგენლები სტუმრად იმყოფებოდნენ მარნეულის საზოგადოებრივი კოლეჯში, სადაც ერთობლივი ურთიერთობების გაღრმავებაზე იმსჯელეს.
შეხვედრის ფარგლებში, სტუმრებმა დაათვალიერეს სასწავლო ინფრასტრუქტურა, დაესწრნენ სასწავლო პროცესს და უშუალოდ გაესაუბრნენ როგორც პედაგოგებს, ისე სტუდენტებს.
ეს იყო დიალოგის, აზრთა გაცვლისა და ღირებულებების გაზიარების პლატფორმა, რომელმაც ორმხრივი თანამშრომლობის მყარი საფუძველი შექმნა.
კოლეჯების ხელმძღვანელებმა ერთმანეთთან გაცვალეს გამოცდილება პროფესიული მიმართულებების მართვაში, ინოვაციური მიდგომების დანერგვაში და სტუდენტური ცხოვრების გამრავალფეროვნებაში.
ორივე კოლეჯი ხედავს დიდ პოტენციალს მჭიდრო პარტნიორობაში, რაც ხელს შეუწყობს სტუდენტებისთვის მეტი შესაძლებლობის შექმნას, თანამედროვე საგანმანათლებლო სტანდარტების დანერგვას და ახალი, ერთობლივი პროექტების განვითარებას.
ასეთი შეხვედრები მხოლოდ ვიზიტი არ არის — ეს არის განათლების მომავლის ერთობლივი დაგეგმვა.
Təhsil əməkdaşlığında yeni səhifə – Arsi Kolleci Marneuli İctimai Kollecində!
Təhsilin keyfiyyətinin artırılması və peşəkar təcrübə mübadiləsi — məhz bu ortaq məqsədlər Arsi Kolleci ilə Marneuli İctimai Kollecini bir araya gətirdi. Arsi Kollecinin rəhbər heyəti Marneuli İctimai Kollecində qonaq oldu və tərəfdaşlıq əlaqələrinin gücləndirilməsi məsələləri müzakirə olundu.
Görüş zamanı qonaqlar tədris infrastrukturu ilə yaxından tanış oldular, dərs prosesində iştirak etdilər və müəllim və tələbələrlə birbaşa ünsiyyət qurdular.
Bu görüş qarşılıqlı dialoq, fikir mübadiləsi və dəyərlərin paylaşılması üçün dəyərli bir platformaya çevrildi.
Kolleclərin rəhbərləri peşəkar sahələrin idarə olunması, innovativ yanaşmaların tətbiqi və tələbə həyatının zənginləşdirilməsi sahəsində öz təcrübələrini bölüşdülər.
Hər iki kollecin fikrincə, sıx əməkdaşlıq böyük potensiala malikdir və bu, tələbələr üçün daha çox imkanların yaradılmasına, müasir təhsil standartlarının tətbiqinə və yeni birgə layihələrin inkişafına təkan verəcək.
Bu cür görüşlər sadəcə səfər deyil — təhsilin gələcəyinin birgə planlaşdırılmasıdır.