ძირითადი მოვალეობები: ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების ორგანიზაციის პროცესის კოორდინაცია; ფინანსური ანგარიშგების მომზადება და წარდგენა; მიღება-ჩაბარებისა და ურთიერთშედარების აქტების მომზადების უზრუნველყოფა. სამეურნეო ოპერაციების დროული გაფორმების უზრუნველყოფა. ხელფასების გაანგარიშების, სახელფასო უწყისების მომზადების უზრუნველყოფა. მივლინების გაანგარიშების, ვალდებულების დოკუმენტებისა და საგადახდო მოთხოვნების მომზადების უზრუნველყოფა. .ბანკთან ურთიერთობის წარმოება. აუდიტთან მუშაობა და მოთხოვნის შესაბამისად საჭირო ფინანსური დოკუმენტაციით უზრუნველყოფა. სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების აღრიცხვა. გასავლის ზედდებულების, შიდა გადაადგილების ზედდებულების მომზადება, ჩამოწერის სამუშაოების ორგანიზება, ძირითადი საშუალებების ცვეთის დარიცხვა; მონაწილეობა ინვენტარიცაზიის პროცესში; საგადასახადო სტრუქტურებთან ვალდებულებით განსაზღვრული ურთიერთობისა და ანგარიშგების დადგენილ ვადებსა და პირობებში განხორციელება. გახარჯული მასალებისა და ნედლეულის შესახებ ანგარიშგება მოწოდებული მონაცემების შეჯერებით; პერსონალური მონაცემების დაცვა კანონმდებლობის შესაბამისად. კოლეჯის ბიუჯეტის შედგენის უზრუნველყოფა. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების საპროგნოზო და ფაქტიური ბიუჯეტის შედგენა; დაფინანსების დინამიკის კვლევისა და ანალიზის განხორციელება. საბიუჯეტო წლის დასრულებისას ფაქტობრივი შემოსავლებისა და ხარჯების შესახებ ინფორმაციის მომზადება. მონაწილეობა დაწესებულების მისიის, ხედვის, ღირებულებების, სტრატეგიული და სამოქმედო გეგმების შემუშავება/განახლება/განხორციელებაში, გეგმების შესრულების შესახებ ანგარიშგებაში თავისი კომპეტენციის ფარგლებში; კომპეტენციის ფარგლებში დირექტორის სხვა დავალებათა და კოლეჯის შიდა მარეგულირებელი აქტებით გათვალისწინებულ სხვა ვალდებულებათა შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნა: მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; ბუღალტრული და საოფისე პროგრამების ცოდნა (Word, Excel, internet) დამატებითი უნარები: პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ორგანიზებულობა ; დეტალებზე ორიენტირებულობა; სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი; კომუნიკაბელურობა; გუნდური მუშაობის უნარი.
სამუშაო ადგილი: ქ. მარნეული სამუშაო დატვირთვა-10.00 სთ--18.00 სთ. ანაზღაურება გამოცდილების მიხედვით. დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV შემდეგ მისამართზე: collejimsc@gmail.com დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან!
შპს მარნეულის საზოგადოებრივი კოლეჯი პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. თქვენს მიერ გამოგზავნილი პერსონალური მონაცემები შპს მარნეულის საზოგადოებრივი კოლეჯის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.