+995 555 93 33 73 collejimsc@gmail.com

მარნეულის საზოგადოებრივი კოლეჯი აცხადებს ვაკანსიას კოპიუტერული უზრუნველყოფის სპეციალისტის პოზიციაზე

22-იანვარს-2025 Admin

ძირითადი მოვალეობები:

კომპიუტერული სისტემების გამართულად ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
კოლეჯის კომპიუტერული ქსელის დაგეგმარება, გამართვა და ადმინისტრირება;
კოლეჯის ელექტრონული ფოსტის სერვერის გამართულ მუშაობა, მასში ახალი
მომხმარებლების დარეგისტრირება, ერთიანი ელექტრონული მეილების
ბაზების შექმნა, საფოსტო სისტემების დაცვას და დარეზერვება. არასაჭირო
გზავნილებისაგან (სპამი) დაცვა;
კოლეჯის კომპიუტერული ტექნიკისათვის სტანდარტული პროგრამების ინსტალაცია,
პროგრამული დარღვევების აღმოფხვრა, ვირუსებისაგან გაწმენდა, კომპიუტერული
ტექნიკის მოდერნიზაცია და რემონტი;
კოლეჯის ვებ-გვერდის ტექნიკური ადმინისტრირება და მუდმივი
მონიტორინგი;
კოლეჯის სოციალური ქსელების ტექნიკური ადმინისტრირება და
მონიტორინგი;
პრეზენტაციებისათვის შესაბამისი აპარატურისა და ელექტრონული მასალის
მომზადებაში კოლეჯში დასაქმებულ პირთათვის დახმარების აღმოჩენის
უზრუნველყოფა.
ვიდეო კონფერენციებისათვის და დისტანციური სწავლებისათვის ქსელური
მხარდაჭერის კონფიგურირება, საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი
აპარატურის მომზადება და მათი გამართულად განხორციელების
უზრუნველყოფა.
მონაცემთა მათ შორის პერსონალურ მონაცემთა დაცვის უზრუნველყოფა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნა:
 მსგავს პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება ინფორმაციული
ტექნოლოგიების/ქსელური ინფრასტრუქტურის კუთხით;
 ქსელური ტექნოლოგიების სტანდარტებისა და პროტოკოლების ცოდნა; კომპიუტერი
Hardware ნაწილის ცოდნა; ფიზიკური ქსელის გაყვანის, მონტაჟის, კაბელმენეჯმენტის
ცოდნა; კომპიუტერული სისტემის ცოდნა: Microsoft Windows, Domain Controller/Active
Directory. სასურველია Windows/Linux, vMware vhere, Veeam Backup & Replication.

პიროვნული თვისებები:
 პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
 ორგანიზებულობა ;
 დეტალებზე ორიენტირებულობა;

 სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;
 კომუნიკაბელურობა;
 გუნდური მუშაობის უნარი.

სამუშაო ადგილი: ქ. მარნეული
სამუშაო დატვირთვა-თავისუფალი
ანაზღაურება გამოცდილების მიხედვით.
დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV შემდეგ მისამართზე: collejimsc@gmail.com
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან!
შპს მარნეულის საზოგადოებრივი კოლეჯი პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის
თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ მონაცემთა
დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. თქვენს მიერ გამოგზავნილი
პერსონალური მონაცემები შპს მარნეულის საზოგადოებრივი კოლეჯის მხრიდან დამუშავდება
თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების
მიღების მიზნებისათვის.

საბუთების მიღების ბოლო ვადაა 24 იანვარი