+995 577 60 41 58 collejimsc@gmail.com

შპს მარნეულის საზოგადოებრივი კოლეჯი აცხადებს ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერის ვაკანსიას

10-დეკემბერს-2024 Admin
ძირითადი მოვალეობები: 1. უზრუნველყოფს საკადრო საკითხებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის შედგენა, წარმოება და შენახვა, კოლეჯში დასაქმებულთა პირადი საქმეების ფორმირება, შრომითი/მომსახურების ხელშეკრულებების მომზადება; 2. ვაკანტური სამუშაო ადგილების განსაზღვრა, ვაკანსიის გამოცხადება, საჭიროების შემთხვევაში კონკურსის ორგანიზება და კონკურსის გამოცხადების უზრუნველყოფა; 3.კოლეჯის პერსონალის დანიშვნის, გადაყვანის, გათავისუფლების, წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხების განხილვა და წარდგენა დირექტორის წინაშე. 4. საჭირო სპეციალისტების მოძიება და სამუშაოზე მოზიდვა; 5. პერსონალის მომზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების გეგმის მომზადება. 6. პერსონალის შვებულებების გრაფიკის მომზადება. 7. დისციპლინარული/წახალისების ღონისძიების გამოყენების შესახებ დირექტორისათვის წინადადების წარდგენა; 8. კოლეჯის მისიის, ხედვის, ღირებულებების, სტრატეგიული და სამოქმედო გეგმების შემუშავება/განახლება/ განხორციელებაში მონაწილეობა, გეგმების შესრულების შესახებ ანგარიშგება თავისი კომპეტენციის ფარგლებში; 9.დასაქმებულის ინფორმირება შრომითი/მომსახურების ხელშეკრულების შეწყვეტის/შეჩერების შესახებ და შესაბამისი წესის დაცვით შეწყვეტის უზრუნველყოფა; 10.კოლეჯის დირექტორთან და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურთან ერთად პროფესიული განათლების მასწავლებლების/პროგრამის განმახორციელებლების შერჩევის განხორციელება; 11.პერსონალის პირადი საქმეების წარმოება მათი მუშაობის მთელი პერიოდის განმავლობაში. 12.სამსახურის საქმიანობაში კანონიერებისა და კონფიდენციალურობის დაცვა; 13.კომპეტენციის ფარგლებში შემოსული კორესპონდენცის განხილვა და პასუხის მომზადება; საკვალიფიკაციო მოთხოვნა:  უმაღლესი ან პროფესიული განათლება;  ან სამუშაო გამოცდილება;  უცხო ენის ცოდნა(ინგლისური ენა) ჩაითვლება უპირატესობად;  საოფისე პროგრამების ცოდნა (Excel, Word, Internet).  დამატებითი უნარები: • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; • ორგანიზებულობა ; • დეტალებზე ორიენტირებულობა; • სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი; • კომუნიკაბელურობა; • გუნდური მუშაობის უნარი. სამუშაო ადგილი: ქ. მარნეული სამუშაო დატვირთვა-10.00 სთ--18.00 სთ. ანაზღაურება გამოცდილების მიხედვით. დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV შემდეგ მისამართზე: collejimsc@gmail.com დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან! შპს მარნეულის საზოგადოებრივი კოლეჯი პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. თქვენს მიერ გამოგზავნილი პერსონალური მონაცემები შპს მარნეულის საზოგადოებრივი კოლეჯის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.