შპს მარნეულის
საზოგადოებრივი კოლეჯი აცხადებს ვაკანსიას საქმისწარმოების მენეჯერის ვაკანტურ ადგილზე
ძირითადი მოვალეობები:
კოლეჯის საქმისწარმოების მენეჯერის ფუნქცია-მოვალეობები:
1.აწარმოებს შემოსული და გასული კორესპონდენციის
რეგისტრაციას, უზრუნველყოფს კოლეჯის დოკუმენტბრუნვას და მის სისტემატიზაციას;
2.კოლეჯში საქმისწარმოების მონიტორინგი, დოკუმენტების
მომზადების ვადებისა და გაფორმების წესის დაცვის კონტროლის უზრუნველყოფა;
3.ფოსტის ან/და
კურიერის მეშვეობით დოკუმენტაციის გაგზავნა/ჩაბარების უზრუნველყოფა.
4.საჭიროების შემთხვევაში კოლეჯის დირექტორის სამუშაო შეხვედრებისა
და თათბირების ორგანიზება.
5.დოკუმენტის საქმეში მოთავსება და მომზადება
დაარქივებისთვის;
6.არქივის წარმოება (დოკუმენტაციის დახარისხება,
აღრიცხვა სპეციალურ ჟურნალში);
7.ერთიანი
საქმისწარმოების დებულების შესაბამისად რეგისტრაციის ჟურნალების წარმოება;
8. დიპლომების, სერტიფიკატებისა და დანართების
აღრიცხვიანობის წარმოება და მათი გაცემა;
9. ელექტრონული საქმისწარმოების მართვა;
10.პროფესიული
სტუდენტების/მსმენელებისა ხელშეკრულებების
გაფორმება, პირადი საქმეების შენახვასა და დაცვა;
11.კურსდამთავრებულთა პირადი საქმეების შენახვა
და დაცვა;
12.სამუშაო სივრცეში ახალი თანამშრომლის ინტეგრაციის
ხელშეწყობა და ინსტრუქტაჟის ჩატარება საკუთარი კომპეტენციის შესაბამისად;
13.საჭიროების შემთხვევაში აპლიკანტების/მსმენელების რეგისტრაცია განათლების მართვის საინფორმაციო
სისტემაში
14.კომპეტენციის ფარგლებში კოლეჯის დირექტორის
სხვა დავალებათა და კოლეჯის შიდა მარეგულირებელი აქტებით გათვალისწინებულ სხვა დავალებათა შესრულების უზრუნველყოფა.
საკვალიფიკაციო
მოთხოვნა:
მინიმალური
განათლება - პროფესიული;
საქმისწარმოების
პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება;
საოფისე პროგრამების ცოდნა (Excel, Word, Internet);
დამატებითი უნარები:
პასუხისმგებლობის
მაღალი გრძნობა;
ორგანიზებულობა;
დეტალებზე ორიენტირებულობა;
სტრესულ
სიტუაციებში მუშაობის უნარი;
კომუნიკაბელურობა;
გუნდური
მუშაობის უნარი.
სამუშაო ადგილი:
ქ. მარნეული
სამუშაო დატვირთვა-10.00
სთ--18.00 სთ.
ანაზღაურება გამოცდილების მიხედვით.
დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV შემდეგ მისამართზე: collejimsc@gmail.com
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან!
შპს მარნეულის
საზოგადოებრივი კოლეჯი პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს
და თავის საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ"
საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. თქვენს მიერ გამოგზავნილი პერსონალური
მონაცემები შპს მარნეულის საზოგადოებრივი კოლეჯის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო,
მათ შორის ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.