+995 577 60 41 58 collejimsc@gmail.com

შპს.მარნეულის საზოგადოებრივი კოლეჯი აცხადებს ვაკანსია

24-ივნისს-2024 Admin
ძირითადი მოვალეობები: 1. კომპიუტერული სისტემების გამართულად ფუნქციონირების უზრუნველყოფა; 2. კოლეჯის კომპიუტერული ქსელის დაგეგმარება, გამართვა და ადმინისტრირება; 3. კოლეჯის ელექტრონული ფოსტის სერვერის გამართულ მუშაობა, მასში ახალი მომხმარებლების დარეგისტრირება, ერთიანი ელექტრონული მეილების ბაზების შექმნა, საფოსტო სისტემების დაცვას და დარეზერვება. არასაჭირო გზავნილებისაგან (სპამი) დაცვა; 4. კოლეჯის კომპიუტერული ტექნიკისათვის სტანდარტული პროგრამების ინსტალაცია, პროგრამული დარღვევების აღმოფხვრა, ვირუსებისაგან გაწმენდა, კომპიუტერული ტექნიკის მოდერნიზაცია და რემონტი; 5. კოლეჯის ვებ-გვერდის ტექნიკური ადმინისტრირება და მუდმივი მონიტორინგი; 6. კოლეჯის სოციალური ქსელების ტექნიკური ადმინისტრირება და მონიტორინგი; 7. პრეზენტაციებისათვის შესაბამისი აპარატურისა და ელექტრონული მასალის მომზადებაში კოლეჯში დასაქმებულ პირთათვის დახმარების აღმოჩენის უზრუნველყოფა. 8. ვიდეო კონფერენციებისათვის და დისტანციური სწავლებისათვის ქსელური მხარდაჭერის კონფიგურირება, საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი აპარატურის მომზადება და მათი გამართულად განხორციელების უზრუნველყოფა. 9. მონაცემთა მათ შორის პერსონალურ მონაცემთა დაცვის უზრუნველყოფა. 10. მონაწილეობა დაწესებულების მისიის, ხედვის, ღირებულებების, სტრატეგიული და სამოქმედო გეგმების შემუშავება/განახლება/განხორციელებაში, გეგმების შესრულების შესახებ ანგარიშგებაში თავისი კომპეტენციის ფარგლებში; 2. კომპეტენციის ფარგლებში დირექტორის სხვა დავალებათა და კოლეჯის შიდა მარეგულირებელი აქტებით გათვალისწინებულ სხვა ვალდებულებათა შესრულება. საკვალიფიკაციო მოთხოვნა:  მსგავს პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება ინფორმაციული ტექნოლოგიების/ქსელური ინფრასტრუქტურის კუთხით;  ქსელური ტექნოლოგიების სტანდარტებისა და პროტოკოლების ცოდნა; კომპიუტერი Hardware ნაწილის ცოდნა; ფიზიკური ქსელის გაყვანის, მონტაჟის, კაბელმენეჯმენტის ცოდნა; კომპიუტერული სისტემის ცოდნა: Microsoft Windows, Domain Controller/Active Directory. სასურველია Windows/Linux, vMware vhere, Veeam Backup & Replication. დამატებითი უნარები:  პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;  ორგანიზებულობა ;  დეტალებზე ორიენტირებულობა;  სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;  კომუნიკაბელურობა;  გუნდური მუშაობის უნარი. სამუშაო ადგილი: ქ. მარნეული სამუშაო დატვირთვა-თავისუფალი ანაზღაურება გამოცდილების მიხედვით. დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV შემდეგ მისამართზე: collejimsc@gmail.com დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან! შპს მარნეულის საზოგადოებრივი კოლეჯი პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. თქვენს მიერ გამოგზავნილი პერსონალური მონაცემები შპს მარნეულის საზოგადოებრივი კოლეჯის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის